საწამლი აგრეგატი AGROSE / CTT-1000-90 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 ლიტრიანი ტურბო დაბერვით. 90 სმ დიამეტრის ვინტილიატორით. ვენახში რიგთაშორისი სიგანე 2,0 მ-დან ✅ პირველი შეწამვლა ხდება კირისა და გოგირდის ნარევი ხსნარით “ფაფუკი კვირტის” სტადიაში (როდესაც ისინი იბერება და ფუმფულა ხდება) სოკოსგან თავდაცვის მიზნით. თვით ორგანული მეღვინეობისა და მინიმალური შეწამვლის მომხრეები იყენებენ ამ ხსნარს ან ბორდოს ნარევს (სპილენძის სულფატისა და კირის წყლის ხსნარის). ✅ გრილ, ტენიან რეგიონებში ვაზი უნდა შეიწამლოს, რათა ყვავილობის პერიოდში თავიდან ავიცილოთ Botrytis დაზიანება. ეს სოკო მანამდე ანადგურებს ვენახს, ვიდრე ის ფორმირებას დაიწყებდეს. ✅ ვაზები ასევე რეგულარულად უნდა შეიწამლოს, რომ არ გაუჩნდეს ნაცარი და სხვა სახის ხავსი. ასეთ დროს ჩვეულებრივ გამოიყენება ბორდოს ნარევი ან ფართო სპექტრის მოქმედების ფუნგიციდები. ეს უკანასკნელი აღწევს მცენარის შინაგან ჰუმორალურ სისტემაში. სამწუხაროდ, ხავსი ძალიან სწრაფად ეჩვევა განსაზღვრულ ქიმიკატს, ამიტომ აუცილებელია მისი შემადგენლობის მუდმივად ვარირება. ✅ როდესაც ვაზი კარგავს ფოთლების დაახლოებით 50%-ს, მას წამლავენ, რათა გაანადგურონ ხავსის სპორები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მომავალ წელსაც დააზიანებს ვაზს.