ჩვენ ვართ კომპანია მელაგრო, რომელიც დაარსდა 2021 წელს. კომპანიის დაარსების მიზეზი, იყო სოფლის მეურნეობაში ჩართულ ფერმერთა შორის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეფიციტი. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სასოფლო-სამეურნეო აგროტექნიკით ფერმერთა მომსახურება.
კომპანია მელაგრო ფერმერებს სთავაზობს როგორც კარგად ნაცნობი, ასევე თანამედროვე და ინოვაციური აგრეგატებით მომსახურებას. გვაქვს მუდამ მზარდი აგროტექნიკის ასორტიმენტი.
ჩვენი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა ფერმერთა შორის, რის შედეგადაც შემცირდება მათი დანახარჯები და გაიზრდება მიღებული პროდუქციის ხარისხი. ეს კი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას მსოფლიო ბაზარზე.












