ფურჩვნის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ვენახის რევერსიული ფოთლის გამომრიდებელი აგრეგატი, დამოუკიდებელი ჰიდრავლიკური სადგურით C7-ით, ID David / DHR-M-2 ვენახში რიგთაშორისი სიგანე 2,2 მ-დან ✅ ყლორტების წვერის წაწყვეტა – ითვალისწინებს უკეთესი პირობების შექმნას ვაზის დაყვავილებისათვის. იგი ყვავილცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებაა, ამიტომ ეს ოპერაცია ისეთ ჯიშებზე უნდა გამოვიყენოთ, რომელთაც ახასიათებს ჭარბი ყვავილცვენა (საფერავი, გორული მწვანე, ცოლიკოური, ოცხანური საფერე და სხვა.). წვერის წაწყვეტისას ყლორტებს უნდა მოცილდეს 3-4 სმ სიგრძის ნორჩი წვერის ნაწილი. ეს სამუშაო ვაზის ყვავილობამდე 3- 4 დღით ადრე უნდა ჩატარდეს. ✅ ნამხრის შეცლა – ვაზის განვითარების სიძლიერის მიხედვით ტარდება 2-3 ჯერ და სრულდება ყლორტების ახვევასთან ერთად. რამდენადაც ადრე შეეცლება ნამხარი, იმდენად ძირითადი ყლორტი უკეთ განვითარდება. ნამხრის გადაზრდის შემთხვევაში მთლიანად შეცლას ჯობს მისი წვერის წაწყვეტა ერთი-ორი ფოთლის დატოვებით. ✅ ცის გახსნა – განათებისა და აერაციის უკეთესი პირობების შექმნისათვის ცის გახსნა წარმოებს ვაზის ზრდის შენელების პერიოდში, ივლისის მეორე ნახევარში. ყლორტები უნდა გადავჭრათ ზედა მავთულიდან 4-5 მუხლის შემდეგ. მისი ნაადრევი ჩატარება ნამხრევებისა და მომავალი წლის კვირტების განვითარებას იწვევს, რაც შემდგომი წლის მოსავალზე უარყოფით გავლენას ახდენს.